ბიზნეს კაფე

ბიზნეს კაფეს ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და ემსახურება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების განხილვას. ყოველ შეხვედრას ესწრება საშუალოდ ოცამდე სტუმარი და სპეციალურად მოწვეული მოდერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი და დამსწრეთა გამოცდილებების გაზიარებას ერთმანეთთან. 

ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ: 

-    ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე - თემით “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”
-    გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - თემით „ინოვაციების მართვა“
-    ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“
-    დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“
-    ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“
-    პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“
-    თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - თემით „ვინ არის მომავლის ლიდერი?“
-    გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”

პროექტი ბიზნეს კაფე არის მიმდინარე და წლის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრის ორგანიზებას გულისხმობს.