აპლიკაციების ადმინისტრატორი

პაშა ბანკი დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს აპლიკაციების ადმინისტრატორის პოზიციას საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა აპლიკაციების სისტემების (ალტა (B6,LMS) ქორ სისტემა, IIS სერვისების,  Apache, JBoss და ა.შ) დიზაინის კონფიგურირების პროცესში, ინსტალაციაში, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სისტემის დახვეწაში აქტიური ჩართულობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის რელიზების ტესტირებასა და აპლიკაციების სისტემების დახვეწა/განახლებაში მონაწილეობა და სისტემის ცვლილებების შემდგომი ფუნქციონალის ვალიდაცია;
  • აპლიკაციების სისტემის ყოველდღიური მონიტორინგი,  სისტემის სრულყოფა და  ხარვეზების გამოსწორება, სისტემის ხელმისაწვდომობის და მთლიანობის შემოწმება;
  • მოთხოვნების მიხედვით ანგარიშების მომხმარებლების შექმნა, შეცვლა და გაუქმება;  
  • სხვადასხვა მოთხოვნის მიხედვით მესამე და სხვა დონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა პრობლემის გადაჭრის მიზნით;
  • აპლიკაციების დეველოპერებთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების შიდა გუნდის წევრებთან, ვენდორებთან თანამშრომლობა აპლიკაციის სისტემის პრობლემების გადაჭრის მიზნით.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის, მათემატიკა/ფიზიკის და სხვა ტექნიკური მიმართულებით);
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ალტას საბანკო აპლიკაციებისა და IIS აპლიკაციების სერვისის არქიტექტურის მხარდაჭერის მიმართულებით;
  • XML დოკუმენტების წაკითხვა/დამუშვება/მეფინგის, log ფაილების წაკითხვა/დამუშვებისა და SQL განაცხადების შექმნა/მართვის პრაქტიკული ცოდნა;
  • რელაციური მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიების და მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემების კარგი გაგება;
  • ქართული ენის  სრულყოფილად ცოდნა და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება:
  • ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და კრეატულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2018 წლის 18 ოქტომბრისა.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შეავსეთ განაცხადი