საცალო გაყიდვების ტრენინგ ცენტრის მენეჯერი

პაშა ბანკი დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს საცალო გაყიდვების ტრენინგ ცენტრის მენეჯერის პოზიციას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის საცალო ბიზნესის ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა და ანალიზი;
  • საცალო გაყიდვების და კონტაქტ-ცენტრის თანამშრომლებისთვის უწყვეტი ტრენინგ ციკლის შემუშავება და მართვა;
  • ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად სატრენინგო მოდულების შემუშავება;
  • ტრენინგის ეფექტურობის შეფასება და მონიტორინგი;
  • ტრენერების პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა;
  • საცალო გაყიდვების ტრენინგ ცენტრის მართვა.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • TOT-ს (ტრენერთა ტრენინგი) სერტიფიკატის ქონა ძალიან სასურველია;
  • საცალო ბიზნესის გარემოში ტრენერად მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბანკში ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა სასურველია;
  • სხვადასხვა სახის ტრენინგ-მოდულების (კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარები, გაყიდვები და ა.შ.) შექმნისა და ჩატარების გამოცდილება;
  • ქართული ენის  სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციური უნარები;
  • კარგად განვითარებული მენეჯერული უნარები.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2018 წლის 19 ოქტომბრისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეავსეთ განაცხადი