ბიზნეს პროცესების სპეციალისტი

პაშა ბანკი დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს ბიზნეს პროცესების სპეციალისტის პოზიციას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ინგლისურ ენაზე შექმნა;
  • ბანკის ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის ქონა ამ ინფორმაციის პროცედურულ ნაწილში დროულად ასახვის უზრუნველყოფა;
  • არსებული დოკუმენტების სისტემატური გადახედვა, მათი საბანკო პროცესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • ბანკის დოკუმენტაციის მართვის პროცესის კოორდინირება.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი საბანკო გამოცდილება, სასურველია პროდუქტების განვითარებაში, ტრენინგების ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით.
  • მეთოდოლოგად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პოლიტიკებისა და პროცედურების ინგლისურად  წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბანკისა და საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება ორი ან მეტი საბანკო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (ზეპირი და წერითი) სავალდებულოა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - განსაკუთრებით Word და Visio).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარები;
  • კომუნიკაციის უნარები;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • წერითი უნარები (ინგლისურ ენაზე);
  • ანალიტიკური აზროვნება.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2018 წლის 28 ოქტომბრისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეავსეთ განაცხადი