საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტი (საცალო)

პაშა ბანკი საქართველოში დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს   საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტის (საცალო მიმართულებით) ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის საცალო მიმართულების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბანკის საცალო მიმართულებასთან დაკავშირებული ყველა PR და მარკეტინგული კომუნიკაციის კოორდინირება და განხორციელება;
  • გაყიდვების გეგმის შესაბამისად, მარკეტინგული კამპანიების განხორციელება;
  • ბანკის საცალო მიმართულებასთან დაკავშირებული ყველა სახის PR მასალის შექმნა და გავრცელება;
  • ბანკის საცალო მიმართულებასთან დაკავშირებული მარკეტინგული კომუნიკაციის მასალის შექმნა - კორპორატიული პრეზენტაციები, წლიური მიმოხილვები, ბროშურები, წლიური ანგარიშები და სხვა;
  • საცალო მიმართულებასთან დაკავშირებული მარკეტინგული მასალის შექმნა - პრინტები, რადიო, ციფრული, TV და ა.შ.
  • სარეკლამო სააგენტოებთან და სხვა ვენდორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგსა ან მომიჯნავე დარგში;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება  მარკეტინგში, სასურველია საცალო მიმართულებით; სასურველია PR-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი);
  • წერის ძალიან კარგი უნარი;
  • კარგად განვითარებული ორგანიზაციული უარები.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2018 წლის 1 ნოემბრისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეავსეთ განაცხადი