საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტი (კორპორატიული)

პაშა ბანკი საქართველოში დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტის (კორპორატიული მიმართულებით) ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაშა ბანკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბანკის ყველა PR და მარკეტინგული კომუნიკაციის კოორდინირება და განხორციელება;
  • ბანკის ყველა სახის PR მასალის შექმნა და გავრცელება;
  • ბანკის მარკეტინგული კომუნიკაციის მასალის შექმნა - კორპორატიული პრეზენტაციები, წლიური მიმოხილვები, ბროშურები, წლიური ანგარიშები და სხვა;
  • ბანკის თანამშრომლებთან ეფექტური შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება (თვის სიახლეები, საინფორმაციო წერილები და სხვა);
  • პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის კომუნიკაციების ეფექტურობის მონიტორინგი და ანგარიშგება, წინასწარ შეთანხმებული ინსტრუმენტებისა და ფორმატის გამოყენებით;
  • ბანკის ძირითადი პარტნიორების და კლიენტების ბაზების პერიოდული განახლება, მათთვის დღესასწაულების მილოცვის მიზნით.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგსა ან მომიჯნავე დარგში;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში; სასურველია PR-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ბანკში მუშაობის გამოცდილება სასურველია; 
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი);
  • წერის ძალიან კარგი უნარი;
  • კარგად განვითარებული ორგანიზაციული უარები.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2018 წლის 1 ნოემბრისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეავსეთ განაცხადი