სიახლეები

29.11.2016

ბიზნეს კაფეს მეშვიდე შეხვედრა

24 ნოემბერს გაიმართა ბიზნეს კაფეს მეშვიდე შეხვედრა, რომელზეც სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სპიკერმა კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა თემაზე „ვინ არის მომავლის ლიდერი?“.

02.11.2016

პაშა ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პაშა ბანკის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით 1 ნოემბერს „ფაბრიკაში“ გაიმართა ღონისძიება "ახალგაზრდები ერთიანდებიან მშვიდობისთვის", რომელიც განხორციელდა პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში.

26.10.2016

პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2016-ის სპონსორია

26-27 ოქტომბერს გაიმართება ყოველწლიური ორ-დღიანი ღონისძიება TMG 2016 -„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“, რომელსაც უკვე მეორე წელია სპონსორობას უწევს პაშა ბანკი.

04.10.2016

პაშა ბანკმა  SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკი, უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობას იღებს SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარში - SIBOS (Swift International Banking Operations Seminar), რომელიც ამჯერად შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა.

30.09.2016

ბიზნეს კაფეს მეექვსე შეხვედრა

პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით გრძელდება საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ორგანიზებული „ბიზნეს კაფეს“ შეხვედრები.

21.09.2016

პაშა ბანკი  სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea პარტნიორია

22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea. პაშა ბანკი ფესტივალის სპეციალური პარტნიორია.

12.09.2016

პაშა ბანკი - Spotlight 2016-ის გენერალური სპონსორი

2016 წლის 10 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2016, რომლის გენერალური სპონსორი უკვე მეორე წელი ზედიზედ იყო პაშა ბანკი.

01.09.2016

პაშა ბანკი oikos-ის საზაფხულო სკოლის სპონსორია

1-5 სექტემბერს პაშა ბანკის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი oikos-ის საზაფხულო სკოლას უმანსპინძლებს.

14.07.2016

პაშა ბანკი მესამე წელია ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორია

პაშა ბანკი უკვე მესამე წელია ფოთის გრანდიოზული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორია.

04.07.2016

პაშა ბანკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

პაშა ბანკი უკვე მეორე წელია აშშ-ს საელჩოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ საღამოში იღებს მონაწილეობას.