მოთხოვნამდე დეპოზიტი

მოთხოვნამდე ანაბრის მთავარი უპირატესობაა მასზე განთავსებული თანხის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნამდე ანაბრის გახსნის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეუზღუდავად გაიტანოთ ან დაამატოთ თანხა და ამასთან, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი. ის ყოველი დღის ბოლოს გამოითვლება ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით და ყოველთვიურად დაგერიცხებათ ანაბარზე.

ზოგადი პირობები:

ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
დეპოზიტის მინიმალური ბალანსი გახსნისთვის და სარგებლის დარიცხვისთვის: 5,000 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
დეპოზიტის მაქსიმალური ბალანსი გახსნისთვის და სარგებლის დარიცხვისთვის: 2,500,000 ლარი, 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო

საპროცენტო განაკვეთები:

ლარი

აშშ დოლარი

ევრო

ნომინალური

ეფექტური*

ნომინალური

ეფექტური*

ნომინალური

ეფექტური*

4%

4.07%

0.75%

0.75%

0.25%

0.25%

 

* ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია შემდეგი მაგალითის მიხედვით: ანაბრის გახსნისას მომხმარებელს შეაქვს 5,000 ერთეული და ყოველი თვის პირველ რიცხვში საანაბრე ანგარიშზე ამატებს 1,000 ერთეულს; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იცვლება ანაბრის მოცულობის და ვადის მიხედვით.

არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ანაბრის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით ნაკლებია.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge