მუდმივი საგადახდო დავალება

მუდმივი საგადახდო დავალების სერვისი საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ თანხის გადარიცხვები ბანკში მისვლის და ინტერნეტბანკის გამოყენების გარეშე. მუდმივი საგადახდო დავალება მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ კონკრეტულ ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული თანხების პერიოდულად გადარიცხვა.