დერივატივები

დერივატივები წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულებაც დამოკიდებულია მათი საბაზისო აქტივების ფასისა და მომგებიანობის დინამიკაზე. პაშა ბანკი გთავაზობთ დერივატივებს როგორც ობლიგაციების, ასევე სხვადასხვა ვალუტისთვის. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებს: ფორვარდი, სვოპი, ოპციონი.

ფორვარდი

ფორვარდი წარმოადგენს მომავალში ვალუტის ან რაიმე სხვა აქტივის წინასწარ შეთანხმებულ ფასად შეძენის ან გაყიდვის ხელშეკრულებას. მაგალითად, სავალუტო ფორვარდული ხელშეკრულებების გამოყენებით კლიენტს შეუძლია, დააფიქსიროს ხელსაყრელი გაცვლითი კურსი მოცემული თარიღისთვის, ხოლო ანგარიშსწორება მოახდინოს წინასწარ შეთანხმებულ დროს მომავალში.

სვოპი

სვოპ-ხელშეკრულება (SWAP contract) საშუალებას აძლევს მხარეებს, გაცვალონ სხვადასხვა ტიპის აქტივები ან მათზე შემოსავლების ნაკადები ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. მაგალითად, სვოპ-ხელშეკრულება შესაძლოა, გულისხმობდეს ფიქსირებული საპროცენტო შემოსავლის ცვლადი საპროცენტო შემოსავლით ჩანაცვლებას.

ოპციონი

ოპციონის ხელშეკრულება საშუალებას აძლევს კლიენტს, გარკვეულ დროს მომავალში იყიდოს ან გაყიდოს ფასიანი ქაღალდები ან სხვა აქტივები ხელშეკრულების დადების მომენტში განსაზღვრულ ფასად. მყიდველი ან გამყიდველი ამგვარად დაზღვეულია ოპციონის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდის ღირებულების ნეგატიური ცვლილებისაგან, რაც ოპციონის მყიდველისთვის წარმოადგენს ფასის მატებას, ხოლო გამყიდველისათვის - კლებას.