ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2026
პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტის მხარდაჭერა ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვისა და კლიენტთა პორტფელის გაფართოების პროცესში;
- კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება და გარიგებების სტრუქტურირებისა და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა;
- საკრედიტო ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საკრედიტო განხილვისა და დამტკიცების პროცესი განხორციელდეს შეუფერხებლად, დროულად და კლიენტის მოლოდინების შესაბამისად;
- შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან - რისკების, იურიდიულ, შესაბამისობის, სახაზინო და ოპერაციულ გუნდებთან - კოორდინაცია სასესხო დოკუმენტაციის მომზადების, შეთანხმებისა და გაფორმების მიზნით;
- კორპორატიული ბანკინგის გუნდის მხარდაჭერა დამატებითი საბანკო პროდუქტების გაყიდვაში;
- კლიენტების მონაცემების, ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ზუსტად მომზადება და განახლება;
- კორპორატიული კლიენტებისთვის ყოველდღიური ოპერაციული მხარდაჭერისა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება: კორპორატიულ საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციისა უნარები;
- პრეზენტაციის წარდგენის ძლიერი უნარები;
- ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი;
- მოტივირებულობა, სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.