ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2026
პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და ბაზების განვითარება;
- კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია და გარიგებების სტრუქტურირებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- საკრედიტო ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკრედიტო პროცესის შეუფერხებელი და დროული მიმდინარეობა;
- შიდა გუნდებთან (რისკების მართვის, იურიდიული, შესაბამისობის, ხაზინისა და საოპერაციო დეპარტამენტები) კოორდინაცია სესხის დოკუმენტაციის მომზადების, მოლაპარაკებისა და სესხის გაფორმების პროცესში;
- კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერა დამატებითი პროდუქტების გაყიდვაში (მაგ: სახელფასო პროგრამა, სავალუტო ოპერაციები და სხვა საბანკო სერვისები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება: კორპორატიულ საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პრეზენტაციის წარდგენის ძლიერი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი;
- პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.