ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
უფროსი პროდუქტის მფლობელი
თბილისი
31 აგვისტო
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2025
პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ, საერთაშორისო, გუნდური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი პირობები, პროფესიული ზრდისა და განვითარების მუდმივი შესაძლებლობები, ასევე ღირებულებებსა და შედეგებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ღიაა ახალი იდეებისა და ინოვაციებისთვის.
ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ გამოცდილებას, ჩვენ ვაფასებთ საერთო ხედვისა და ღირებულებების მქონე ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან სამი ჩვენთვის მნიშნველოვანი ორგანიზაციული კომპეტენციით:
სრული პასუხისმგებლობის აღება - რომელიც გულისხმობს დავალებებისა და მიღებული შედეგების მიმართ სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ინიციატივის გამოვლენას და გამოწვევების დაძლევაზე ზრუნვას ზედმეტი მითითებების გარეშე;
გუნდური მუშაობა- რომელიც გულისხმობს, საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტიან და ჰარმონიულ თანამშრომლობას სხვებთან. გუნდში პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას, პატივისცემას, კოლეგების მხარდაჭერასა და საერთო წარმატებაში აქტიური წვლილის შეტანას;
შედეგზე ორიენტირებულობა- რომელიც ფოკუსირებულია მიზნებისა და ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრაზე, გამოწვევებისა და ბარიერების მიუხედავად, მათ მიღწევასა და მაღალი ხარისხის შედეგებზე;
ეს მხოლოდ კომპეტენციები არ არის, ეს არის ფუნდამენტი, რითაც ჩვენ ვმუშაობთ, ვვითარდებით და წარმატებას ვაღწევთ ერთად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ამ მაგისტრის ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მსგავსი სფეროში;
სამუშაო გამოცდილება: პროდუქტის მფლობელობის ან მასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მინიმუმ 6-7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ლიდერის ან გუნდის მენეჯერის პოზიციაზე. საბანკო/საფინანსტო სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: კორპორატიული საბანკო პროდუქტების, მომსახურებებისა და კლიენტის საჭიროებების ღრმა ცოდნა; გამოცდილება Agile მეთოდოლოგიებსა და პროდუქტის მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობაში (მაგ.: JIRA, Confluence);
საჭირო უნარ-ჩვევები:
შედეგზე ორიენტირებული, ინოვაციური აზროვნება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.