ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კომერციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 სექტემბერი, 2025
პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით -კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უხელმძღვანელოს კორპორატიული კლიენტების კრედიტის ანალიზისა და დამტკიცების პროცესს და უზრუნველყოს, ანალიზის პროცესის ხარისხიანად და ზუსტად განხორციელება;
- კლიენტისგან პირველადი ფინანსური ინფორმაციის შეგროვება;
- კრედიტის მემორანდუმის მომზადება, ფაქტობრივი ფინანსური ანგარიშგებები, ფინანსური პროგნოზები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია;
- პრეზენტაციების მომზადება კრედიტის კომიტეტისა და/ან ზედამხედველობითი საბჭოსთვის კრედიტის დასამტკიცებლად;
- ფინანსური მონიტორინგის ანგარიშების მომზადება მოთხოვნილი დონით;
- მხარდაჭერის და კოორდინაციის გაწევა კრედიტის ანალიტიკოსთა უმცროს გუნდს, რათა მაღალი ხარისხის შედეგები მიიღწეს, როგორც კრედიტის ანალიზში, ისე პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნული ამოცანების შესრულებაში;
- წარადგინოს კრედიტის საკითხები ბანკის კრედიტის კომიტეტსა და/ან ზედამხედველობით საბჭოზე დასამტკიცებლად;
- კლიენტებთან შეხვედრებზე დასწრება, რათა კლიენტის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორი კომუნიკაცია უზრუნველყოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროებში. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური/ბუღალტრული სერტიფიკატების სრული კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის, აღრიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში;
- უცხო ენები: ქართული – მშობლიური, ინგლისური – თავისუფლად (როგორც წერა, ასევე ლაპარაკი). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- პროაქტიული, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები
- ადაპტაციის უნარი დინამიკურ სამუშაო გარემოში
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.