logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი

31 ივლისი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ციფრული მარკეტინგის აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მხარდაჭერა მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდისა და ბანკის მარკეტინგული მიზნების მიღწევის მიზნით;
  • ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის ვებგვერდის, ბლოგის, სოციალური მედიის, ელ.ფოსტის კამპანიებისა და სხვა მარკეტინგული მასალებისთვის;
  • პროდუქტის მენეჯერებთან, გაყიდვების გუნდთან და სხვა შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ბანკის კორპორაციული კლიენტებისთვის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ თანმიმდევრული და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად;
  • ციფრული კონტენტის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა SEO-ის პრინციპების შესაბამისად, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევისა და არსებული კონტენტის გაუმჯობესების მიმართულებით;
  • ბანკის სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის პოსტების მომზადება, დაგეგმვა და აუდიტორიის ჩართულობის მონიტორინგი;
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევის განხორციელება კონტენტის დაგეგმვის მხარდაჭერისა და ინდუსტრიული ტენდენციების ანალიზის მიზნით;
  • ციფრული მარკეტინგის აქტივობების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება, მათ შორის ვებგვერდის ტრაფიკის, სოციალური მედიის ჩართულობისა და კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება და ციფრული მარკეტინგის ინიციატივების უწყვეტ გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში ან მათთან გათანაბრებულ დარგში; შესაბამისი სერტიფიცირების ქონა (მაგ. Google Analytics) ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება კონტენტ მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, ან მსგავსი მიმართულებით, სასურველია საბანკო, ან ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში.
უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: წარმატებული მარკეტინგული კონრენტის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება სხვადასხვა ციფრულ არხში, რაც ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას, აგენერირებს ლიდებს და მხარს უწერს ბიზნეს მიზნებს; კონტენტის მართვის სისტემებში (CMS), იმეილ მარკეტინგის პლატფორმებთან, სოციალური მედიის ინსტრუმენტებსა და ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
  • კრეატიული აზროვნების უნარი და საინტერესო კონტენტის შექმნის შესაძლებლობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
  • სხვადასხვა გუნდთან და შიდა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასების უნარი;
  • ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპების, SEO-სა და სოციალური მედიის პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
  • პროაქტიული მიდგომა, პრობლემების გადაჭრის უნარი და სწავლის სურვილი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV