logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

ბიზნეს რეაბილიტაციის ბანკირი

თბილისი

20 აგვისტო

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: რისკების მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეაბილიტაციას დაქვემდებარებული სასესხო პორტფელის მართვა და მონიტორინგი;
  • კლიენტების რეგულარული ფინანსური და საკრედიტო ანალიზის განხორციელება შესაძლო რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და საკრედიტო შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
  • კლიენტების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და რეაბილიტაციისა და რესტრუქტურიზაციის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სასესხო პორტფელის მონიტორინგი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ დამტკიცებული პირობებისა და კოვენანტების შესრულების კონტროლი;
  • კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით;
  • კლიენტებთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ხელშეკრულების პირობებისა და რესტრუქტურიზაციის შეთანხმებების კოორდინაცია;
  • საკრედიტო მემორანდუმების, ფინანსური ანალიზის, რესტრუქტურიზაციის წინადადებების, ფინანსური ანგარიშგებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან;
  • საკრედიტო პროდუქტების ოპტიმალური სტრუქტურის, ფასებისა და პირობების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა დამტკიცებისა და საოპერაციო პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
  • კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ზუსტი აღრიცხვის, სათანადო არქივაციისა და დამტკიცების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა და ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ბიზნეს სესხების სფეროში;
  • უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაგეგმვის, ორგანიზებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV