logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტი - მომხმარებლებთან ურთიერთობები

თბილისი

31 აგვისტო

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2025

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შიდა სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობა მომხმარებელთა საჭიროებების, პრეფერენციებისა და გამოწვევების გაგების მიზნით;
  • პირდაპირი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარება და აღსრულება კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ლოიალურობის გასაზრდელად;
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად და ბრენდისადმი ლოიალობის ხელშესაწყობად, კლიენტებისთვის ღონისძიებების, სემინარების, ვებინარებისა და სხვა ურთიერთობების დამყარებისა თუ პარტნიორული შესაძლებლობების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა არხებით პერსონალიზებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კორპორატიული კლიენტების მოსაზიდად და შესაბამისი პროდუქტებისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მონიტორინგი, მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწისა და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • მომხმარებელთა მონაცემებისა და ანალიტიკის გამოყენება არსებული კორპორატიული კლიენტებისთვის დამატებითი პროდუქტების, ან სერვისების გაყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობების დასადგენად;
  • ინდუსტრიის ტრენდების, საუკეთესო პრაქტირების, ახალი ტექნოლოგიების მუდმივი გაცნობა, ინოვაციური სტრატეგიების რეკომენდირება მომხმარებელთა ჩართულობისა და შენარჩუნების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, კომუნიკაციებში ან მათთან გათანაბრებულ დარგში; შესაბამისი სერტიფიცირების ქონა (მაგ. CRM) ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, მომხმარებლებთან ურთიერთობების, ან მსგავსი მიმართულებით, სასურველია საბანკო, ან ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისურ ენის კარგად ცოდნა;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება, რაც ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას, შენარჩუნების ხარისხსა და ლოიალურობას; მომხმარებელთა სეგმენტაციის, ტარგეტირებისა და პოზიციონირების სტრატეგიების მაღალ დონეზე ცოდნა; CRM (customer relationship management) სისტემებსა და მარკეტინგული ავტომატიზაციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, შესაბამის მონაცემებსა და ანალიტიკაზე დაყრდნობით მარკეტინგული სტრატეგიების გაუმჯობესება

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაციის ძლიერი უნარები, როგორც ვერბალური ასევე წერილობითი
  • კრეატიულად აზროვნების უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით
  • პროექტების მართვის ძლიერი უნარები
  • მულტიფუნქციურ გუნდებთან ეფექტურად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ხარისხისა და სიზუსტის გათვალისწინებით
  • მაღალი ტემპისა და განსაზღვრული დედლაინების მქონე გარემოში განვითარების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კარგი ორგანიზაციული უნარები
  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV