logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

შესყიდვების წამყვანი სპეციალისტი

თბილისი

31 აგვისტო

შესყიდვების წამყვანი სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: შესყიდვებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2026

პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა, შიდა დამკვეთებთან თანამშრომლობა და ბიზნეს მოთხოვნების დაზუსტება.
  • ბაზრის კვლევის ჩატარება, პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება და კონკურენტული კომერციული პირობების უზრუნველყოფა.
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება საუკეთესო ფასისა და მომსახურების ხარისხის მისაღწევად.
  • შესყიდვების პორტფელის, კონტრაქტებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი ხარჯების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
  • მომწოდებლების საქმიანობის შეფასება და გრძელვადიანი, ეფექტური პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, საოპერაციო მართვის, ან ფინანსების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: 3+ წელი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით.
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და რუსული ენის ცოდნა (B2) ჩაითვლება უპირატესობად.
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა, ადმინისტრაციული და ქონების მართვის საბაზისო ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაცია.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • დროის მენეჯმენტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV