ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 მარტი, 2026
პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომიტეტის, დირექტორთა საბჭოსა და მენეჯმენტის შეხვედრების ორგანიზება; შეხვედრებისთვის მდივნის როლის შესრულება, ოქმებისა და საჭიროების შემთხვევაში სტენოგრამების მომზადება;
- შეხვედრების დოკუმენტაციის მომზადება და შეხვედრების დროს გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კალენდრის პროაქტიული მართვა მათი პროფესიული საჭიროებებისა და დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით; დირექტორთა საბჭოს შეხვედრების, კომიტეტების სხდომების, კონფერენციებისა და სხვა კორპორატიული ღონისძიებების სრული ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა კორპორაციული მმართველობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
- შიდა დეპარტამენტებთან, ბიზნეს ერთეულებთან და გარე პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა/მენეჯმენტი კორპორაციული პროცესების ეფექტური განხორციელების მიზნით;
- საოფისე ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა და დოკუმენტაციის მართვა ბანკის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
- დეპარტამენტის პროექტებში მონაწილეობა და პროცესების, პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი, სასურველია იურიდიული განათლება;
- სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო დაწესებულებაში ადმინისტრირების სფეროში;
- უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის C1-C2 დონეზე ცოდნა;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: ფინანსური ინფორმაციის გაგებისა და წაკითხვის უნარი; Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
- თანამშრომლობისა და დავალებების დელეგირების უნარი;
- ძლიერი ორგანიზაციული, პროექტების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- კარგი კომუნიკაციის, ურთიერთობის დამყარების და გუნდური მუშაობის უნარები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას