ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი:  IT და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2025
პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვირტუალური ინფრასტრუქტურის (VMware vSAN, vSphere, ფიზიკური ჰოსტები) ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
 - Windows Server და Linux სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, განახლება და პრობლემების მოგვარება;
 - Active Directory, DNS, DHCP, Group Policy და დაკავშირებული სერვისების მართვა;
 - Office 365-ის (Exchange Online, SharePoint, Teams) ადმინისტრირება;
 - სარეზერვო ასლების და აღდგენის პროცესების მართვა Veeam-ის გამოყენებით;
 - Microsoft Azure-ის სერვისების (ვირტუალური მანქანები, ქსელი, ჰიბრიდული იდენტობა) ადმინისტრირება;
 - უსაფრთხოების, შესაბამისობის და სისტემის განახლების უზრუნველყოფა;
 - IT გუნდთან თანამშრომლობა კავშირისა და firewall-ის კონფიგურაციების მართვაში;
 - რთული ინციდენტებისა და საკითხებზე ესკალირებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
 - ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგი და დოკუმენტაციის შენახვა;
 - რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება ეფექტიანობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მასთან დაკავშირებული დარგის მიმართულებით;
 -  სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
 -  უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
 -  ტექნიკური ცოდნა და უნარები: Windows Server-ისა და Linux-ის ადმინისტრირების ცოდნა, VMware ვირტუალიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა, ffice 365-ის ადმინისტრირებისა და Azure cloud სერვისების ცოდნა.
 
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
 - დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
 - ძლიერი ორგანიზებულობის უნარი და დეტალებისადმი ყურადღება;
 - კარგი ანალიტიკური და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარები;
 - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 გისურვებთ წარმატებას.