ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2026
პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის ბიზნეს აპლიკაციებისა და დაკავშირებული სისტემების ყოველდღიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- აპლიკაციების ხელმისაწვდომობის, მუშაობის, დაგეგმილი დავალებების, ინტეგრაციებისა და სისტემის შეტყობინებების მონიტორინგი;
- აპლიკაციებთან დაკავშირებული ინციდენტების, მომსახურების მოთხოვნებისა და ტექნიკური ხარვეზების (Bug-ების) იდენტიფიცირება, რეგისტრაცია, ანალიზი, დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;
- აპლიკაციის შეცდომების, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების, სისტემური შეფერხებებისა და ინტეგრაციის საკითხების პირველადი ანალიზის განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში კომპლექსური ტექნიკური საკითხების ესკალაცია სისტემის მფლობელ გუნდებთან, უფროს სპეციალისტებთან, შიდა გუნდებთან ან გარე ვენდორებთან;
- აპლიკაციების ცვლილებების, დანერგვის, განახლებების (Patch/Upgrade) და კონფიგურაციის პროცესების მხარდაჭერა;
- ტესტირების პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის ფუნქციური, რეგრესიული და დანერგვის შემდგომი ვალიდაციის ტესტირებაში;
- სისტემური დოკუმენტაციის, ბეჭდვითი ფორმების, მომხმარებლის ინსტრუქციებისა და ცოდნის ბაზის შექმნა და განახლება;
- საბოლოო მომხმარებლებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული საკითხებისა და ინციდენტების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- წვდომების მართვის პროცესების, ოპერაციული კონტროლისა და ანგარიშგების მხარდაჭერა, ასევე შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1–2 წლიანი გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
- უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა (MS SQL); Alta-ს პროგრამული პროდუქტების ცოდნა; Jira-სა და Confluence-ის ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი;
- ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.