logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

გარიგებებისა და საინვესტიციო ოპერაციების სპეციალისტი

თბილისი

20 მაისი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ხაზინის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება (spot, forward, swap) ;
  • ფულის ბაზრის ოპერაციების შესრულება (დეპოზიტები, სესხები, ერთდღიანი განთავსებები);
  • ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელება;
  • ყოველდღიური სახაზინო ტრანზაქციების საფუძველზე ანგარიშგების მომზადება და განახლება;
  • სავალუტო კურსების ყოველდღიური განახლება;
  • Nostro ანგარიშების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ბალანსის მართვა (account sweeping);
  • ლიკვიდობის, სავალუტო და საბაზრო რისკებთან დაკავშირებულ რეგულაციურ ცვლილებებზე მუდმივი დაკვირვება;
  • სახაზინო ფუნქციასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების განვითარებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, საბანკო საქმის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება: საბანკო, საფინანსო ან ხაზინის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: FX, FX Forward, SWAP, MM, ფასიანი ქაღალდების საბაზისო ცოდნა, MS Excel-ის კარგი ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და სიზუსტე;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • სწრაფ და დინამიკურ გარემოში ერთდროულად რამდენიმე ამოცანის მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  • გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV