logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

მომსახურების ხარისხის უფროსი სპეციალისტი

თბილისი

31 ივლისი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ, საერთაშორისო, გუნდური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი პირობები, პროფესიული ზრდისა და განვითარების მუდმივი შესაძლებლობები, ასევე ღირებულებებსა და შედეგებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ღიაა ახალი იდეებისა და ინოვაციებისთვის.

ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ გამოცდილებას, ჩვენ ვაფასებთ საერთო ხედვისა და ღირებულებების მქონე ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან სამი ჩვენთვის მნიშნველოვანი ორგანიზაციული კომპეტენციით:
სრული პასუხისმგებლობის აღება - რომელიც გულისხმობს დავალებებისა და მიღებული შედეგების მიმართ სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ინიციატივის გამოვლენას და გამოწვევების დაძლევაზე ზრუნვას ზედმეტი მითითებების გარეშე. გუნდური მუშაობა- რომელიც გულისხმობს, საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტიან და ჰარმონიულ თანამშრომლობას სხვებთან. გუნდში პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას, პატივისცემას, კოლეგების მხარდაჭერასა და საერთო წარმატებაში აქტიური წვლილის შეტანას. შედეგზე ორიენტირებულობა- რომელიც ფოკუსირებულია მიზნებისა და ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრაზე, გამოწვევებისა და ბარიერების მიუხედავად, მათ მიღწევასა და მაღალი ხარისხის შედეგებზე.

ეს მხოლოდ კომპეტენციები არ არის, ეს არის ფუნდამენტი, რითაც ჩვენ ვმუშაობთ, ვვითარდებით და წარმატებას ვაღწევთ ერთად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების ხარისხის შეფასება მომხმარებელთა გამოკითხვის გზით და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის (call, chat, email) ანალიზი შიდა სტანდარტების მიხედვით;
  • დეტალური უკუკავშირის და ანგარიშების მიწოდება მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით;
  • ხარისხის შეფასების სტანდარტებისა და ძირითადი მაჩვენებლების (KPIs) განვითარების პროცესში მონაწილეობა და ოპტიმიზაცია;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე ზრუნვა და მომსახურების საერთო ხარისხის გაუმჯობესებაში გუნდების მხარდაჭერა;
  • შიდა ცოდნის ბაზის მართვა და განახლება, ასევე პროცედურების გამარტივება მათი გამოყენებადობის გასაუმჯობესებლად;
  • საბანკო სისტემების (ახალი და არსებული) ტესტირება და შეფასება, გაუმჯობესების რეკომენდაციების მოწოდება;
  • მომხმარებელთა საჩივრებისა და მომსახურების ინციდენტების მართვა, ძირეული მიზეზების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების წინადადებების შემუშავება;
  • გუნდის დაგეგმვისა და შესრულების პროცესის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობისა და მენტორობის უზრუნველყოფა მაღალი შედეგების მისაღწევად;
  • სასწავლო მასალებისა და მომხმარებელთა მომსახურების სკრიპტების შექმნა სიცხადისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად;
  • ანგარიშვალდებულების, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ბინეს ადმინისტრირება ან ფსიქოლოგიის მიმართულებით); სამუშაო გამოცდილება: 3+ წლიანი გამოცდილება ბანკში ან მომხმარებელთან მომსახურების სფეროში; უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისურ ენის კარგად ცოდნა; ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • პრობლემების მოგვარების უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ინიციატივების გამოჩენის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ორგანიზაციული უნარები.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV