ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 30 საათი
დეპარტამენტი: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026
პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა ტექნიკური მოთხოვნების დამუშავებაში მხარდაჭერა Helpdesk / თიქეთინგ სისტემის მეშვეობით და მარტივი IT საკითხების დროული გადაწყვეტის ხელშეწყობა;
- სამუშაო მოწყობილობების (დესკტოპები, ლეპტოპები, პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები) მომზადებასა და საწყის კონფიგურაციაში დახმარება;
- პირველი დონის მხარდაჭერის გაწევა გავრცელებულ პროგრამულ საკითხებზე (Windows, Microsoft Office, ბრაუზერები, საბანკო აპლიკაციები) და მარტივი ქსელური/კავშირის პრობლემების დიაგნოსტიკაში დახმარება;
- მომხმარებელთა ანგარიშების მართვაში მხარდაჭერა (ანგარიშის შექმნა, პაროლის აღდგენა, წვდომების მართვა) ზედამხედველობის ქვეშ;
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგ პროცესის მხარდაჭერა (სამუშაო ადგილის მომზადება და საწყისი IT ინსტრუქციის მიწოდება);
- შიდა IT დოკუმენტაციისა და ცოდნის ბაზის განახლებასა და შენარჩუნებაში მონაწილეობა;
- უფროსი გუნდის წევრების საქმიანობაზე დაკვირვება (shadowing) საბანკო სისტემების, უსაფრთხოების პოლიტიკებისა და შიდა პროცედურების უკეთ შესწავლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან შესაბამისი მიმართულების სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
- უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: Windows ოპერაციული სისტემებისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა;
კომპიუტერული ტექნიკის ზოგადი ცოდნა და ლოკალური ქსელების მუშაობის პრინციპების გაგება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- მოტივაცია და სწავლის სურვილი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.