ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომებერი, 2026
პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების პროფესიული და ყურადღებიანი მომსახურება, მათი საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კლიენტებთან პოზიტიური და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პირადი გეგმის შესრულება;
- საბანკო ანგარიშების გახსნა/დახურვა და მიმდინარე, საბარათე, ანაბრისა და დისტანციური საბანკო პროდუქტების მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო საბანკო ოპერაციების შესრულება;
- კლიენტების ტრანზაქციების დროული და ზუსტი რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- შესაძლო თაღლითური ტრანზაქციების იდენტიფიცირება და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- კლიენტთა ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და საქმის მასალების სათანადო და უსაფრთხო მართვა;
- ყოველდღიური საოპერაციო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება, დადგენილი პროცედურებისა და საოპერაციო საათების დაცვა;
- კლიენტებისთვის მომსახურების გაუმჯობესებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, საბანკო საქმის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში. მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, სასურველია საბანკო ან საფინანსო დაწესებულებაში;
- უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი კომუნიკაციისთვის. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა, Alta-ს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების კარგი ცოდნა, იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
- დაგეგმვის, ორგანიზებისა და დროის მართვის კარგი უნარები;
- დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და სიზუსტე;
- რამდენიმე დავალების ეფექტურად მართვის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.