logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

უფროსი იურისტი

თბილისი

31 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორატიული მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით -კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხელშეკრულებების, იურიდიული დასკვნების მომზადება და რევიზია (მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებებისა და სინდიცირებული სესხების სამართლებრივი ანალიზი, მომზადება და რევიზია);
  • ახალი პროდუქტების შექმნისა და დანერგვის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ბანკის ინტერესების დაცვა საჯარო/კერძო პირებთან;
  • ბანკის დეპარტამენტებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • ბანკის პოლიტიკა/პროცედურების/ხელშეკრულებების საქართველოს ეროვნული ბანკისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით, სასურველია სამართლის მაგისტრის ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება: იურისტად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კერძო სამართლის მიმართულებით (საბანკო/საფინანსო ინსტიტუტში); ბანკის საკრედიტო/სასესხო/სინდიცირების ხელშეკრულებების ტრანზაქციების მომზადების/დაგეგმვის გამოცდილება;
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის კარგად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: სამოქალაქო კოდექსის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის და კომერციული ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების ცოდნა; ხელშეკრულების მომზადების ცოდნა, სამართლებრივი წერის კარგი ცოდნა. Microsoft Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • სამართლებრივი წერის კარგი უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV