ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2026
პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის სტრატეგიულ კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა, მათი ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება;
- კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილებების, მათ შორის სინდიცირებული და ინდივიდუალურად მორგებული დაფინანსებების სტრუქტურირება, მოლაპარაკებების წარმართვა და განხორციელება;
- მსხვილი კორპორაციული კლიენტების პორტფელის მართვა და განვითარება, მომგებიანობის, მაღალი მომსახურების ხარისხისა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა;
- საკრედიტო წინადადებების მომზადება და შესაბამის კომიტეტებზე წარდგენა, ასევე შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტრანზაქციების ეფექტიანი განხორციელებისთვის;
- ბაზრის, სექტორისა და კლიენტების საქმიანობის ანალიზი ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოსავლენად და კლიენტებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად;
- ასოცირებული და უმცროსი კორპორაციული ბანკირების ხელმძღვანელობა, განვითარება და მენტორობა;
- ბანკის წარმომადგენლობა კლიენტებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას, შიდა პოლიტიკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება: კორპორატიულ საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება; მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და ახალი ბიზნესის მოზიდვის წარმატებული გამოცდილება; კორპორაციული საბანკო პროდუქტების, საკრედიტო ანალიზისა და ფინანსური სტრუქტურირების სიღრმისეული ცოდნა;
- უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის კარგი ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პრეზენტაციის წარდგენის ძლიერი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდის მართვის, თანამშრომლების განვითარებისა და მენტორობის გამოცდილება;
- ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი;
- პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.