logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

თანამშრომელთა ჩართულობისა და განვითარების განყოფილების უფროსი

თბილისი

30 ნოემბერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდის განვითარების აქტივობებში მონაწილების მიღება, როგორიცაა კარიერული გამოფენები, მედიაკამპანიები, პროფესიული ღონისძიებები და სხვა მსგავსი ინიციატივები;
  • რეკრუტმენტის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დროული და ეფექტიანი შერჩევის პროცესი; საჭიროების შემთხვევაში – სპეციალიზებული ან მენეჯერული პოზიციების სრულციკლიანი შერჩევის უშუალო მართვა;
  • მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების იდენტიფიცირების, გადამზადებისა და შენარჩუნების მიზნით, სასწავლო და განვითარების ინიციატივების ხელმძღვანელობა;
  • შესრულების მართვის ციკლის ადმინისტრირება და მუდმივი გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი შეფასებებისა და შემდგომი განვითარების ქმედებების განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  • ტალანტების მართვასა და ჩართულობასთან დაკავშირებული HR პოლიტიკებისა და პროცედურების განახლება და დახვეწა;
  • შიდა და ჰოლდინგის დონეზე მომზადებული HR ანგარიშების კოორდინაცია;
  • შიდა კომუნიკაციის გაძლიერება და ბანკის, როგორც მიმზიდველი დამსაქმებლის იმიჯის პოპულარიზაცია, მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მიმართულებით; ბიზნეს ადმინისტრირება ან ფსიქოლოგია;
  • სამუშაო გამოცდილება: 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • სხვადასხვა დავალებებზე ერთდროულად მუშაობის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდის წევრებთან პოზიტიური თანამშრომლობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და კარგი ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება და სიზუსტე;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები;
  • ინიციატივის მაღალი ხარისხი;
  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV