ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: იურიდიული და შესაბამისობა & AML დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026
პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და კანონმდებლობის ინტერპრეტაცია;
- ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და ოპერაციების სამართლებრივი შესაბამისობის შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (საკრედიტო, სადეპოზიტო, სახაზინო, უზრუნველყოფის, გირავნობის, იპოთეკის, გარანტიის და სხვა) შედგენა, გადახედვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- ბიზნეს ერთეულების მხარდაჭერა ტრანზაქციების, პროდუქტებისა და სერვისების სტრუქტურირებისა და განხორციელების პროცესში სამართლებრივი და რეგულატორული კუთხით;
- სამართლებრივი დასკვნების, მემორანდუმებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- კლიენტებთან, კონტრაგენტებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- ხელშეკრულებების, მინდობილობების (POA), დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მართვასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
- ბანკის პოლიტიკების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან;
- ბანკის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სახელმწიფო ორგანოებთან, მარეგულირებლებთან და სხვა მესამე პირებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით, სასურველია სამართლის მაგისტრის ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება: იურისტად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კერძო სამართლის მიმართულებით (საბანკო/საფინანსო ინსტიტუტში);
- უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: სამოქალაქო კოდექსის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის და კომერციული ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- სამართლებრივი წერის კარგი უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.