ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: რისკების მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2026
პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ჩარჩოების, პოლიტიკების, სტანდარტების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების განვითარებაში, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების (NIST Cybersecurity Framework) შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება;
- უსაფრთხოების სისტემების (SIEM, Vulnerability Management, Anti-Malware, IDS/IPS, WAF, DLP, PAM და სხვა) ადმინისტრირებისთვის პროცედურებისა და ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- DLP წესებისა და კონტროლების შექმნასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე დროული რეაგირება, გამოძიების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- უსაფრთხოების დარღვევების დოკუმენტირება, ზიანის შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- პრივილეგირებული წვდომების, ინფორმაციული აქტივების ინვენტარიზაციისა და უსაფრთხოების კონტროლების მონიტორინგის მხარდაჭერა;
- მენეჯმენტისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების ანგარიშების მომზადება;
- თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და ბიზნესის უწყვეტობის (BCP) პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში; ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად (CompTIA Security+, ISO Lead Implementer, ან სხვა შესაბამისი სერტიფიკატი);
- სამუშაო გამოცდილება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
- უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგებსა და პრობლემების ეფექტიან გადაწყვეტაზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილების მიღებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- განვითარებული ინტერპერსონალური და გუნდური მუშაობის უნარები;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.