logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

მძღოლი

თბილისი

15 ივლისი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ადმინისტრაციული განყოფილება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2026

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით -კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მანქანის ყოველდღიური შემოწმება/მოვლა, სისუფთავის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში მცირე შეკეთება და მომზადება ტექმომსახურებისთვის;
  • საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მანქანის მართვისას უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა;
  • აღმასრულებელი დირექტორის პერსონალური დავალებების შესრულება;
  • პაშა ბანკის რეგულაციებით დადგენილი წესების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება: მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, მნიშვნელოვანია რუსული ენის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • სანდოობა და კეთილსინდისიერება;
  • პრეზენტაბელურობა;
  • თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV