ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026
პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- IT მხარდაჭერის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა, ყველა ამოცანის დროულად და მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
- სერვისულ ინციდენტებსა და მოთხოვნებზე ოპერატიული რეაგირება და კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- IT აღჭურვილობის ინვენტარის მართვა, მათ შორის ტექნიკის მოვლა, შეკეთება, ჩანაცვლება და შესყიდვის პროცესში ჩართულობა;
- კრიტიკული საბანკო სისტემების მხარდაჭერა და პრობლემების მოგვარება, მათ შორის Core Banking სისტემის, ბარათების მართვის სისტემების, ინტერნეტ და მობილური ბანკინგის პლატფორმების;
- განმეორებადი ტექნიკური ამოცანების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და საერთო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- უმცროსი სპეციალისტებისა და სტაჟიორების მენტორობა და გადამზადება, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერისა და მიმართულების მიცემა;
- IT მხარდაჭერის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების მუდმივი მონიტორინგი და არსებული სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციირება ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში;
- სამუშაო გამოცდილება: 2–3 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: Windows Server და Windows Client გარემოს ცოდნა; Active Directory, Group Policy, DNS, DHCP და ფაილ/პრინტ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება; საფუძვლიაინი ცოდნა - (LAN/WAN, TCP/IP, VLANs, VPN, firewalls), Helpdesk / ITSM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.