logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

მომხმარებელთა გამოცდილების სპეციალისტი

თბილისი

30 მაისი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტებთან ყოველდღიური ურთიერთქმედების მონიტორინგი და მართვა, მათ შორის მოთხოვნების, საჩივრებისა და მომსახურების საკითხების, კლიენტის გამოცდილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით;
  • კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობა ძირითად ეტაპებზე (ონბორდინგი, სესხის დამუშავება, პრობლემების მოგვარება) უკუკავშირის შესაგროვებლად, ურთიერთობების გასაძლიერებლად და განმეორებადი პრობლემური წერტილების იდენტიფიცირებისთვის;
  • კლიენტის შიდა ხმის როლის შესრულება მათი საჭიროებების სათანადოდ წარმოდგენის უზრუნველყოფით და პრობლემების დროული გადაჭრის ხელშეწყობით შიდა გუნდებთან კოორდინაციით, მათ შორის კრიტიკული შემთხვევების ესკალაციის საჭიროების შემთხვევაში;
  • კლიენტის ყოვლისმომცველი მოგზაურობის ანალიზი (ონბორდინგი, სესხის დამტკიცება, მომსახურება) ხარვეზების, შეფერხებებისა და არაეფექტურობის დასადგენად და პრაქტიკული ინიციატივების წამოწყება პროცესებისა და კლიენტის საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • კლიენტების უკუკავშირის, საჩივრებისა და შესრულების ვადების სტრუქტურირებული თვალყურის დევნება, ტენდენციების იდენტიფიცირება და მენეჯმენტისთვის ქმედითი ინფორმაციის მიწოდება;
  • შიდა გუნდებთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხისა და კლიენტთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, Relationship Manager-ების მხარდაჭერა და ორგანიზაციაში საუკეთესო პრაქტიკების განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის ან მასთან დაკავშირებული სფეროს მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება: 2-5 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში (კორპორატიულ ან საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა - C1 დონეზე;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი კომუნიკაციის, ადამიანებთან ურთიერთობისა და სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარები;
  • ძლიერი პრეზენტაციის უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • მაღალი დონის ორგანიზაციული უნარები და დეტალებზე ყურადღების მაღალი ხარისხი;
  • პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV