logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

პაშა ბანკი მონაწილეობს საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში Sibos 2025

პაშა ბანკი მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან საბანკო ღონისძიებაში - საერთაშორისო კონფერენცია Sibos 2025, რომელიც წელს გერმანიაში, ფრანკფურტში იმართება.

552689142_820037923734442_1823204170112377579_n.png

კონფერენციის მთავარი თემაა „გლობალური ფინანსური სექტორის ახალი ჰორიზონტები“. დისკუსიები ფოკუსირდება ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსებში, კიბერუსაფრთხოება და ახალი ფინანსური შესაძლებლობები.

ღონისძიებას ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი ბანკები, ფინტექ კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები.

პაშა ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობენ პაშა ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი, რამილ იმამოვი და ხაზინის დეპარტამენტის უფროსი, რუსლან მაჰარრამოვი.