ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
2025 წელი PASHA Bank Georgia-სთვის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისა და განვითარების წელი იყო. ბანკმა გააძლიერა საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე ფოკუსი, განავითარა პროდუქტები და სერვისები, გააფართოვა კლიენტებთან დიალოგის ფორმატები Business Forum-ის მეშვეობით და დაიწყო ციფრული გამოცდილების განახლება.

ამ ცვლილებების საფუძველი ბანკის გუნდი და თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურაა. სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელებაა 14 იანვარს PASHA Bank Georgia-ს სათავო ოფისში გამართული საახალწლო ღონისძიებაც, რომელიც თავის თავში ორ მნიშვნელოვან თარიღს – ახალ წელსა და ბანკის 13 წლის იუბილეს აერთიანებს.
ღონისძიება გასული წლის შედეგების შეჯამებას, თანამშრომლების ჩართულობისა და წვლილის დაფასებას მიეძღვნა.

რამილ იმამოვის, პაშა ბანკის გენერალური დირექტორის, განცხადებით:
„2025 წლის წარმატებით დასრულებაში მთავარი როლი ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ითამაშა. მათი თავდადება, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა და საქმის ერთგულება აღმოჩნდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც წლის დასაწყისში დასახური მიზნები რეალობად აქცია”.

13-წლიანი განვითარების გზაზე PASHA Bank Georgia-სთვის გუნდი რჩება მთავარი ძალა, რომელიც სტრატეგიულ ცვლილებებს რეალურ შედეგებად აქცევს.
PASHA Bank Georgia – „ჩვენი პარტნიორობა სცდება ტრადიციულ ბანკინგს”.