ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
პაშა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, Bank of New York Mellon-თან (BNY), პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და აშშ დოლარში საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პაშა ბანკისთვის, რადგან Bank of New York Mellon (BNY) წარმოადგენს აშშ-ის უძველეს და მსოფლიოში უმსხვილეს ბანკს, რომელიც წამყვან როლს ასრულებს გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში. მის კლიენტებს შორის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები და ინსტიტუტები არიან.
აშშ დოლარში პირდაპირი საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა პაშა ბანკის კორპორატიულ კლიენტებს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს: ტრანზაქციების მაქსიმალური სიჩქარე: ოპერაციების დამუშავების დრო მნიშვნელოვნად იკლებს. გაზრდილი უსაფრთხოება და გამჭვირვალობა: მსოფლიო დონის ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების პლატფორმებზე წვდომით, თითოეული ტრანზაქციის მონიტორინგი და მართვა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება.