logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

პაშა ბანკი საქართველოს წმინდა მოგება 2025 წლის პირველ ნახევარში 54% - ით გაიზარდა

პაშა ბანკმა საქართველოში 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ბანკის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პაშა ბანკის სტაბილურ ზრდასა და განვითარებას საქართველოს ბაზარზე.

PASHA Bank’s 2025 Half-Year Financial Results.png

გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგებია:

  • სულ აქტივები: 621 მილიონი ლარი
  • საკრედიტო პორტფელი: 431 მილიონი ლარი
  • სულ დეპოზიტები: 365 მილიონი ლარი
  • მარეგულირებელი კაპიტალი: 148 მილიონი ლარი
  • წმინდა მოგება: 4 მილიონი ლარი

პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, ბანკის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ ვაგრძელებთ სტაბილურ განვითარებას საქართველოს ბაზარზე. 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები პაშა ბანკი საქართველოს გუნდის პროფესიონალიზმისა და ჩვენი მომხმარებლების მაღალი ნდობის მაჩვენებელია. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ აზერბაიჯენულ ჰოლდინგს, რაც საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ რეგიონული ბიზნესის განვითარებას და მხარდაჭერას. ჩვენ წარმოდგენილი ვართ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, რაც ცალსახად ამარტივეს ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებს ჩვენი მომხმარებლებისთვის.”