საკონტაქტო ინფორმაცია
ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
14 სექტემბერს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და პაშა ბანკის მხარდაჭერით, შედგა საქართველოს ბანკებს შორის პირველი საჭადრაკო ჩემპიონატი. ტურნირმა თავი მოუყარა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს.
ჩემპიონატის მიზანი იყო არა მხოლოდ გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ თანამშრომლობისა და სპორტული სულისკვეთების გაძლიერება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჭადრაკის როლს როგორც გუნდური აზროვნებისა და სტრატეგიული ხედვის განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
ფინალურ ეტაპზე დაძაბული პარტიების შემდეგ გამოვლინდა ჩემპიონი გუნდი, რომელმაც დაიმსახურა მთავარი პრიზი - ფულადი ჯილდო, რომელიც პაშა ბანკმა დააწესა.
პაშა ბანკი ულოცავს გამარჯვებულებს დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ღირსეული თამაშისთვის.