საკონტაქტო ინფორმაცია
ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
4 სექტემბერს, პაშა ბანკის მხარდაჭერით, კასპიის მე-13 საერთაშორისო ენერგო ფორუმი ჩატარდა, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს რეგიონში ენერგეტიკული სექტორისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდა 100-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ასევე კასპიისა და შავი ზღვის რეგიონიდან. ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც კერძო სექტორის ლიდერები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და დელეგატები, რომლებმაც ისაუბრეს ენერგეტიკული პროექტების განვითარების შესაძლებლობებზე, მდგრადი ენერგოინიციატივების მნიშვნელობასა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიებზე.
ფორუმის მთავარი მიზანი იყო ინვესტიციების მოზიდვა, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და პარტნიორობის ახალი მიმართულებების განსაზღვრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას და რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციას.