პაშა ბანკი გთავაზობთ აკრედიტივს - უსაფრთხო, ეფექტურ და დაცულ გარიგებებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
აკრედიტივი, შესაძენი პროდუქციის გარდა, აზღვევს და ითვალისწინებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა პროდუქციის ზუსტი რაოდენობა და მახაისათებლები, პროდუქციის მოწოდების ვადა, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის ადგილი, საქონლის მიწოდების ვადები და ა.შ.
მყიდველი გარანტირებულია რომ არ მოხდება თანხის გადარიცხვა თუ გამყიდველის მიერ ზედმიწევნით არ შესრულდება აკრედიტივში მითითებული ყველა დეტალი, ხოლო გამყიდველი დაზღვეულია რომ თუკი შეასრულებს აკრედიტივში მითითებულ პირობებს და დაიცავს პროცედურებს აკრედიტივის გამცემი ბანკი აუნაზღაურებს აკრედიტივის თანხას აკრედიტივის გადახდის პირობების შესაბამისად.
პირობები:
გარიგების უსაფრთხოება - ორივე მხარე დაცულია დარღვევებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისგან.
რისკების შემცირება – მინიმუმამდე დაყვანილია კომერციული რისკები.
ნდობის გაძლიერება – ბანკის ჩართულობით იზრდება ნდობა გარიგების მხარეებს შორის. გამყიდველი დარწმუნებულია, რომ მიიღებს თანხას შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის სანაცვლოდ, ხოლო მყიდველი მიიღებს შესაბამის პროდუქციას.
საერთაშორისო სტანდარტები – აკრედიტივი რეგულირდება საერთაშორისოდ აღიარებული წესებით (UCP 600), რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სანდოობას.