არდა იუსუფ არკუნი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

გიორგი (გოგა) ჯაფარიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი, კომერციული დირექტორი

ჩინგიზ აბდულაევი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი


არდა იუსუფ არკუნი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

არდა არკუნმა 1998 წელს დაამთავრა ჰამილტონის კოლეჯი (ნიუ იორკი) ეკონომიკის და მათემატიკის  მაგისტრის ორმაგი ხარისხით. იგი ასევე არის რობერტ კოლეჯის (სტამბული) კურსდამთავრებული.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე 1998 წელს მან JP Morgan-ში დაიწყო მუშაობა შერწყმა-შეძენის დეპარტამენტში ანალიტიკოსის პოზიციაზე ბუნებრივი რესურსების და ენერგიის განხრით.

2001 წელს არდა არკუნი გადავიდა ლონდონში. აქ მან გააგრძელა კარიერა ბიზნესის განვითარების მენეჯერად კომპანიაში Inquam Limited, რომელიც ტელეკომუნიკაციის სექტორში ახდენდა ინვესტირებას. 

2005 წელს არდა არკუნმა რუმინეთში განაგრძო საქმიანობა Inquam Limited-ის შვილობილ კომპანიაში Zapp Mobile ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და სტრატეგიის დირექტორად. 2009 წელს მან უხელმძღვანელა Cosmote-ის მიერ Zapp Romania-ს შესყიდვის პროცესს, რის შემდეგაც ის კომპანია Cosmote-ის გენერალური დირექტორის სტრატეგიულ მრჩევლად დაინიშნა. 

2010 წელს არდა არკუნმა ბაქოში განაგრძო კარიერა Capital Resources Advisors-ში სტრატეგიის და ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე. ამავდროულად ის იყო კომპანიების Nar Mobile, B&B TV და Aimroc დირექტორთა საბჭოს წევრი. 2014 წელს არდა არკუნი დაინიშნა უმსხვილესი აზერბაიჯანული სამთო-მომპოვებელი კომპანიის Aimroc გენერალურ დირექტორად. 2017 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა Aimroc-ის შესყიდვა კომპანია Azergold-ის მიერ.

2017 წლის აგვისტოში არდა არკუნმა პაშა ჰოლდინგში დაიკავა მრჩევლის პოზიცია.

2018 წლის 1 თებერვალს არდა არკუნი დაინიშნა პაშა ბანკ საქართველოს გენერალურ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.

გიორგი (გოგა) ჯაფარიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი, კომერციული დირექტორი

გიორგი (გოგა) ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრიატი 1996 წელს დაამთავრა, 2002 წელს ჰოფსტრას უნივერსიტეტში (ზარბის ბიზნეს სკოლა) მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2016 წელს მან ჩააბარა და 2017 წელს დაამთავრა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერობის უნარების განვითარების პროგრამა. 

გოგა ჯაფარიძემ საბანკო კარიერა 2003 წელს საქართველოს ბანკის შვილობილ საინვესტიციო ბანკში - “Galt and Taggart Securities” უმცროს სპეციალისტად დაიწყო, 2005 წელს მუშაობდა საქართველოს ბანკში უფროს საინვესტიციო ბანკირად. 2006-2011 წლებში ის იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) სასესხო პროექტების უფროსი ბანკირი. მოგვიანებით ის “ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის” კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

გოგა ჯაფარიძემ პაშა ბანკის კომერციულ დირექტორად მუშაობა 2014 წლის იანვარში დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან გოგა ჯაფარიძე სს პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

ჩინგიზ აბდულაევი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი

ჩინგიზ აბდულაევმა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო დასავლეთის უნივერსიტეტისგან (ბაქო, აზერბაიჯანი) 1999 წელს და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში აზერბაიჯანის სახელწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტისგან 2005 წელს. 

მან კარიერა დაიწყო ბაქოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობით 2000 წელს. 2003 წელს შეუერთდა დელოიტის აუდიტისა და საკონსულტაციო განყოფილებას და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები KPMG-ში (რუსეთი),  Moore Stephens CIS-სა და RSM-ში (საქართველო), რომლებიც თავის მხრივ მუშაობდნენ ფინანსურ ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, სავაჭრო და სხვა ინდუსტრიულ სექტორებში. 

ჩინგიზ აბდულაევი სს „პაშა ბანკ საქართველოს“ შეურთდა 2014 წელს და დაიკავა ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2016 წლის 13 იანვარს კი დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად და ფინანსურ დირექტორად.