პირადი ინფორმაცია

ინფორმაციის შეგროვება

თქვენი ვებ გვერდთან ინტერაქციის შედეგად, „ბანკმა“ შეიძლება შეაგროვოს/მოიპოვოს თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შენახულ და დამუშავებულ იქნება „ბანკის“ ან/და „ბანკთან“ დაკავშირებული პირების მიერ. ასევე, თქვენი გარკვეული მოთხოვნების დამუშავებისთვის ამგვარი ინფორმაციის მოწოდება შეიძლება სავალდებულო იყოს თქვენი მხრიდან.

ინფორმაციის გამოყენება

მოპოვებული ინფორმაცია, ძირითადად, გამოყენებული იქნება კლიენტთან საბანკო ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამასთანავე, ამგვარი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთვის სარეკლამო ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის მოსაწოდებლად.

მესამე პირებთან კომუნიკაცია

თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გაზიარებულ იქნას „პაშა ჰოლდინგი“-სთვის (რომლის წევრიც არის „ბანკი“) ან/და მასში შემავალი იურიდიული პირებისთვის, ასევე „ბანკის“ პარტნიორებისთვის (როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის).

კონტაქტი ვებ გვერდთან დაკავშირებით 

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ან კომენტარი წინამდებარე ვებ გვერდის ან კონფიდენციალურობის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებ გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.