აუდიტის კომიტეტი

პარვინ აჰადზადე

აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე

რამილ ჰეიდაროვი

აუდიტის კომიტეტის წევრი

ჯამილ მამადოვი

აუდიტის კომიტეტის წევრი

პარვინ აჰადზადე

აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე

პარვინ აჰადზადეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერისტეტის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა მარკეტინგში 2002 წელს  და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი 2004 წელს.

მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 2003 წელს ღია სააქციო საზოგადოება Ata Bank-ში სპეციალისტის თანამდებობაზე. 2006 წელს ის შეურთდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეკონომისტის სტატუსით, სადაც მუშაობდა 2015 წლამდე. 2014 წელს პარვინ აჰადზადე დაწინაურდა და დაინიშნა On-site Inspections განყოფილების უფროსად.

2015 წლის ივნისში ის დაინიშნა პაშა ჰოლდინგის დირექტორის უფროს მრჩევლად და პაშა ბანკ აზერბაიჯანის აუდიტის კომისიის წევრად. 2017 წელს ის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

რამილ ჰეიდაროვი

აუდიტის კომიტეტის წევრი

რამილ ჰეიდაროვმა პაშა ჰოლდინგში უფროს აუდიტორად მუშაობა 2015 წლის მაისში  დაიწყო.

რამილ ჰეიდაროვმა ფინანსურ სექტორში კარიერა Access Bank-ში საოპერაციო დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო, სადაც სამი წლის განმავლობაში იმუშავა.  2011 წელს რამილ ჰეიდაროვი შეუერთდა Ernst & Young-ს, როგორც აუდიტის უფროსი,  სადაც იმუშავა ოთხი წლის განმავლობაში.

რამილ ჰეიდაროვს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტიდან 2003-2007 წლებში და  მაგისტრის ხარისხი  2009 წელს სპეციალობით ფინანსები და დაკრედიტება.

ჯამილ მამადოვი

აუდიტის კომიტეტის წევრი

2008 წელს ჯამილმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სპეციალობით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2010 წელს მან წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სპეციალობით. 

2011 წელს ჯამილ მამადოვმა გაერთიანებულ სამეფოში წარჩინებით დაამთავრა ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტი და მიიღო საერთაშორისო ბიზნეს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. 

2006-2010 წლებში ჯამილი მუშაობდა ბაქოში ღსს AGbank-ში წამყვან სპეციალისტად. 2011 წელს იგი დაინიშნა ღსს AGbank-ის ფილიალის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2013 წლამდე. 2013-2014 წლებში ჯამილი მუშაობდა KPMG Azerbaijan Limited-ში ასისტენტ აუდიტორად. 

2014 წელს იგი დაინიშნა პაშა ჰოლდინგის აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად. 2014 წლის 1 ოქტომბერს ჯამილ მამადოვი გახდა პაშა ბანკის აუდიტორული კომიტეტის წევრი.

სტრატეგიისა და ბიუჯეტირების კომიტეტი

ჯალალ გასიმოვი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის თავმჯდომარე

ტურჰან მაჰმუდოვი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

ჰაიალა ნაგიევა

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

მურად აჰმადოვი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

სერხან ალიევი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

ჯალალ გასიმოვი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის თავმჯდომარე

ჯალალ გასიმოვმა აზერბაიჯანის ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, აკადემიური ხარისხი ეკონომიკურ ურთიერთობებში მიიღო აზერბაიჯანის უმაღლეს დიპლომატიურ კოლეჯში. მაგისტრის ხარისხს კი ბიზნეს ადმინისტრირებაში ვარვიკის ბიზნეს სკოლაში (ბრიტანეთი) დაეუფლა.  

ჯალალ გასიმოვმა საბანკო კარიერა OSJC İlkbank-ში (აზერბაიჯანი) მუშაობით დაიწყო  1999 წელს. 2002-2003 წლებში მას ეკავა კერძო კომპანიების ფინანსურ განყოფილებებში სხვადასხვა პოზიციები. 2003-2004 წლებში ის მუშაობდა ფინანსურ დირექტორად კომპანია Azpetrol Oil-ში, 2004-2006 წლებში Azpetrol Holding-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.  ის შეუერთდა McKinsey & Company-ის მოსკოვის ოფისს და მუშაობდა კონსულტანტის პოზიციაზე 2006-2007 წლებში.  მას ეკავა უმაღლესი მმართველობითი თანამდებობები, იყო Bank of Baku-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი კომპანია CRA Group-ში, აღმასრულებლი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე Unibank-ში 2007-2015 წლებში.

ჯალალ გასიმოვი პაშა ჰოლდინგს შეუერთდა, როგორც საბანკო ჯგუფის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2015 წელს, ამავდროულად მას ეკავა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა Kapital BANK OSJC-ში.
 
მას აქვს საბანკო და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება. ჯალალ გასიმოვი პაშა ბანკი (საქართველოს) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა 2015 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო 2016 წლის 8 თებერვალს ის დაინიშნა სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის თავმჯდომარედ, ასევე პერსონალის მართვის და ანაზღაურების და რისკის მართვის კომიტეტების წევრად.

ტურჰან მაჰმუდოვი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

ტურჰან მაჰმუდოვი პაშა ბანკის  და პაშა კერძო საბანკო მომსახურების დამოუკიდებელი მრჩეველია 2012 წლიდან. მას აქვს საუკეთესო განათლება და 20 - წლიანი გამოცდილება მულტინაციონალურ კორპორატიულ სტრუქტურებში,  მათ შორის - BBDO, British American Tobacco, Boots and BASF Pharma. მას აქვს მიღებული დიდი გამოცდილება სტრატეგიის და საოპერაციო საკითხებში რუსეთსა და CIS ქვეყნებში. ბოლო 7 წლის განმავლობაში ტურჰან მაჰმუდოვი საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა 50-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კომპანიას მაღალი რანგის პროექტებზე. ის ასევე მუშაობდა მარკეტინგის, ბრენდინგის და სხვადასხვა ბრენდის საკომუნიკაციო პროექტებზე. ტურჰანი ფლობს ნოტინგემის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

2016 წლის 8 თებერვალს ის დაინიშნა პაშა ბანკი საქართველოს სტრატეგიის და ბიუჯეტის კომიტეტის წევრად.

ჰაიალა ნაგიევა

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

ჰაიალა ნაგიევამ დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი 2004 წელს, ასევე SRU -ს (აშშ) პენსილვანიის უმაღლესი განათლების სისტემის უნივერისტეტის ეკონომიკის და საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი.
ჰაიალა ნაგიევამ თვისი პროფესიული კარიერა დაიწყო Deloitte-ში აუდიტორის პოზიციაზე, სანამ  გადავიდოდა BP-ში პერფომანს ანალიტიკოსის პოზიციაზე 2006 წელს. 2007 წელს ის დაინიშნა ფინანსური მომსახურების საკონსულტაციო განყოფილების უფროსად Deloitte-ს ბაქოს ფილიალში. ქ-ნი ნაგიევა შეუერთდა პაშა ჰოლდინგს 2009 წელს, როგორც საინვესტიციო მენეჯერი.

ჰაიალა ნაგიევა ამჟამად მუშაობს საკრედიტო ანდერაიტინგის უფროსის თანამდებობაზე პაშა ბანკ აზერბაიჯანში.

2016 წლის 8 თებერვალს ის დაინიშნა პაშა ბანკი საქართველოს სტრატეგიის და ბიუჯეტის კომიტეტის წევრად.

მურად აჰმადოვი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

მურად აჰმადოვმა დაამთავრაკაზარის უნივერსიტეტი 2002 წელს  საბანკო და საფინანსო საქმის სპეციალიზაციით. ბ-ნმა აჰმადოვმა თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო აზერბაიჯანის ცენტალურ ბანკში ეკონომისტის თანამდებობით, სანამ დაიკავებდა აუდიტორის პოზიციას KPMG-ში 2005 წელს. 2007 წელს ის შეუერთდა Ernst&Young-ს და ეკავა სხვადასხვა პოზიცია, უფროსი აუდიტორიდან აუდიტის მენეჯერამდე. მურად აჰმადოვმა პაშა ჰოლდინგში 2012 წელს აუდიტის მენეჯერის პოზიცია დაიკავა, ხოლო 2015 წელს ის დაინიშნა შესყიდვების მენეჯერად.

ის დაინიშნა კაპიტალ ბაკის აუდიტის კომიტეტის წევრად 2014 წელს.

2016 წლის 8 თებერვალს კი დაინიშნა პაშა ბანკი საქართველოს სტრატეგიის და ბიუჯეტის კომიტეტის წევრად.

სერხან ალიევი

სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

სერხან ალიევმა დაამთავრა თურქეთის Gazi- ის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერების ფაკულტეტი 2005 წელს.  2006 წელს  მიიღო მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი უნგრეთში. მოგვიანებით 2010 წელს მან დაამთავრა  აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.
ბ-ნმა ალიევა თავისი კარიერა დაიწყო AXA-MBASK Insurance სადაზღვევო კომპანიაში 2007 წელს ანდერაითერის პოზიციაზე. ის მუშაობდა  “Azersu”-ში ფინანსურ ანალიტიკოსად 2008-2011 წლებში. 2011 წლიდან 2015 წლამდე ბ-ნი ალიევი მუშაობდა პაშა ბანკ აზერბაიჯანში სხვადასხვა პოზიციაზე კორპორატიულ საბანკო მომსახურების განყოფილებაში. 2015 წლიდან ის გადავიდა პაშა ჰოლდინგში, სადაც ამჟამად უკავია ჯგუფის სტრატეგიული მართვის განყოფილების მენეჯერის პოზიცია.

2016 წლის 8 თებერვალს სერხან ალიევი გახდა პაშა ბანკ საქართველოს სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი.

პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტი

მირ ჯამალ პაშაევი

პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე

აითენ აბასლი

პერსონალის მართვისა და ანაზღაურების კომიტეტის წევრი

ჯალალ გასიმოვი

პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტის წევრი

მირ ჯამალ პაშაევი

პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე

მირ ჯამალ პაშაევმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1993 წელს დაამთავრა, 1996 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში ტექნიკური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, 1998 წელს კი ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 
პაშაევმა 1998 წელს მუშაობა დაიწყო Mobile Corporation-ის დალასისა და ვაშინგტონის ფილიალებში ბიზნეს პროექტების კონსულტანტად. 1999 წელს აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. 2000 წელს ჯამალ პაშაევი რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მთავარი ფინანსური ანალიტიკოსი გახდა, რის შემდეგაც დაწინაურდა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების ბანკირად დაინიშნა. 2005 წლიდან, პაშაევი მონაწილეობდა მსხვილ საინვესტიციო პროექტებში საკონსულტაციო, ინფრასტრუქტურის, ტელეკომუნუკაციებისა და ფინანსური მომსახურების მიმართულებით. 
2006 წლიდან პაშაევი პაშა ჰოლდინგის მმართველი დირექტორია. ამასთანავე მირ ჯამალ პაშაევი არის PASHA Insurance-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

აითენ აბასლი

პერსონალის მართვისა და ანაზღაურების კომიტეტის წევრი

აითენ აბასლიმ დაამთავრა აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი და მიიღო Falconbury- ის(დიდი ბრიტანეთი) ტრენინგ ცენტრის, მინი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი პერსონალის მართვის სპეციალიზაციით. მას აქვს ლონდონის ბიზნეს სკოლის სერტიფიკატი ადამიანური რესურსების სტრატეგიის მართვაში გარდამავალ საფეხურზე მყოფი ორგანიზაციებისთვის. 

აითენ აბასლიმ თვისი კარიერა დაიწყო PricewaterhouseCoopers-ის აზერბაიჯანის ფილიალში ადამიანური რესურსების განყოფილებაში 1998 წელს და მუშაობდა ადამიანური რესურსების მენეჯერად 2010 წლამდე. აიტენ აბასლი შეურთდა პაშა ჰოლდინგს 2010 წელს ადამიანური რესურსების მენეჯერად და 2011 წლის იანვარში დაწინაურდა ადამიანური რესურსების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ამის შემდგომ ის არის პაშა ჯგუფის ადამიანური რესურსების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი. მას აქვს 18-წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების ფინანსურ სექტორში.

2015 წელს აითენ აბასლი დაინიშნა პაშა ბანკის, კაპიტალ ბანკის, პაშა დაზღვევისა და პაშა სიცოცხლის დაზღვევის ადამიანური რესურსების და ანაზღაურების კომიტეტის წევრად.

2016 წლის 8 თებერვალს ის დაინიშნა პაშა ბანკ საქართველოს ადამიანური რესურსების და ანაზღაურების კომიტეტის წევრად.

ჯალალ გასიმოვი

პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტის წევრი

ჯალალ გასიმოვმა აზერბაიჯანის ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, აკადემიური ხარისხი ეკონომიკურ ურთიერთობებში მიიღო აზერბაიჯანის უმაღლეს დიპლომატიურ კოლეჯში. მაგისტრის ხარისხს კი ბიზნეს ადმინისტრირებაში ვარვიკის ბიზნეს სკოლაში (ბრიტანეთი) დაეუფლა.  
ჯალალ გასიმოვმა საბანკო კარიერა OSJC İlkbank-ში (აზერბაიჯანი) მუშაობით დაიწყო  1999 წელს. 2002-2003 წლებში მას ეკავა კერძო კომპანიების ფინანსურ განყოფილებებში სხვადასხვა პოზიციები. 2003-2004 წლებში ის მუშაობდა ფინანსურ დირექტორად კომპანია Azpetrol Oil-ში, 2004-2006 წლებში Azpetrol Holding-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.  ის შეუერთდა McKinsey & Company-ის მოსკოვის ოფისს და მუშაობდა კონსულტანტის პოზიციაზე 2006-2007 წლებში.  მას ეკავა უმაღლესი მმართველობითი თანამდებობები, იყო Bank of Baku-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი კომპანია CRA Group-ში, აღმასრულებლი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე Unibank-ში 2007-2015 წლებში.
ჯალალ გასიმოვი პაშა ჰოლდინგს შეუერთდა, როგორც საბანკო ჯგუფის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2015 წელს, ამავდროულად მას ეკავა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა Kapital BANK OSJC-ში.
 
მას აქვს საბანკო და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება. ჯალალ გასიმოვი პაშა ბანკი (საქართველოს) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა 2015 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო 2016 წლის 8 თებერვალს ის დაინიშნა სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის თავმჯდომარედ, ასევე პერსონალის მართვის და ანაზღაურების და რისკის მართვის კომიტეტების წევრად.

რისკის მართვის კომიტეტი

ჰაილა ნაგიევა

რისკის მართვის კომიტეტის წევრი

ელმან ემინოვი

რისკის მართვის კომიტეტის წევრი

კამალა ნურიევა

რისკის მართვის კომიტეტის წევრი
 
ჯალალ გასიმოვი

რისკის მართვის კომიტეტის წევრი

ჰაილა ნაგიევა

რისკის მართვის კომიტეტის წევრი

ჰაიალა ნაგიევამ დაამთვრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის 
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი 2004 წელს. ასევე, პენსილვანიის SRU-ს უმაღლესი განათლების სიტემის უნივერსიტეტი.(აშშ-ში)
ქ-ნმა ნაგიევამ თვისი პროფესიული კარიერა დაიწყო Deloitte-ში (ბაქო)აუდიტორად, სანამ შეითავსებდა პერფორმანსის ანალიტიკოსის როლს BP Exploration Caspian Sea-ში 2006 წელს. ის შემდეგ დაინიშნაDeloitte-ში (ბაქო), ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების განყოფილების უფროსად 2007 წელს.
ქ-ნი ნაგიევა ამჟამად მუშაობს საკრედიტო ანდერაიტინგის უფროსის თანამდებობაზე პაშა ჰოლდინგში (აზერბაიჯანი)
ის დაინიშნა პაშა ბანკი საქართველოს რისკის მართვის და სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტების წევრად 2016 წლის 8 თებერვალს.

ელმან ემინოვი

რისკის მართვის კომიტეტის წევრი

ელმან ემინოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტი. ის ფლობს აზერბაიჯანის სამეცნიერო აკადემიის ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ მინიჭებულ დოქტორის ხარისხს. ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის  Fulbright-ის პოსტ დოქტორის სტიპენდიას.
ელმან ემინოვმა დაიწყო მისი კარიერა ამერიკულ ნავთობის კომპანიაში 2004 წელს. 2008 წელს ის შეუერთდა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს. 2008-2013 წლებში ის დაწინაურდა უმცროსი ეკონომისტის თანამდებობიდან უფროს ეკონომისტის თანამდებობამდე. მანგ ააგრძელა თავისი კარიერა პაშა ბანკი აზერბაინაჯში და მუშაობდა მთავარ ეკონომისტად 2014-2015 წლებში. ელმან ემინოვი ამჟამად მუშაობს ჯგუფის მთავარი ეკონომისტის პოზიციაზე პაშა ჰოლდინგში აზერბაიჯანში.
ის დაინიშნა პაშა ბანკი საქართველოს რისკის მართვის კომიტეტის წევრად 2016 წლის 8 თებერვალს.

კამალა ნურიევა

რისკის მართვის კომიტეტის წევრი
 
კამალა ნურიევამ 1998 წელს დაამთავრა Western University-ის საბანკო მენეჯმენტის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 2002 წელს მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
1996 წელს მან  დაიწყო თავისი პროფესიული კარიერა Postbank-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის თანამდებობაზე, 7 წლის განმავლობაში ის დაწინაურდა საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობამდე.
2003 წელს ის შეუერთდა აგრარულ სასოფლო საინვესტიციო ფონდ, რომელიც დაარსდა TACIS-ის პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანის რეგიონებში აგრარული ინდუსტრიის განვითარებისათვის და მუშაობდა კრედიტ ოფიცრად, რომელიც პასუხიმგებელი იყო მომხმარებლის მოზიდვასა, სესხის გაცემასა და მის მენეჯმენტზე.

ამავე წელს ის დასაქმდა Unibank-ში ხაზინის კონტროლიორის პოზიციაზე და პასუხისმგებელი იყო ვალუტისა და საბაზრო რისკის მენეჯმენტზე.

2004-2005 წლებში ის მუშაობდა McDermott Caspian Contractors Inc-ის  ცენტრალური აზერბაიჯანული ოფშორების პლატფორმების ფაბრიკაციისა და დაარსების პროექტზე ხარჯების ზედამხედველად.

2005 წელს ის შეუერთდა  Bank of Baku-ს და მუშაობდა მთავარი ბუღალტრის მოადგილედ 2007 წლამდე, პასუხისმგებელი იყო საბუღალტრო საქმის მენეჯმენტსა და ანგარიშწარმოებაზე. 2007 წელს მან დაიწყო თავისი კარიერა პაშა ბანკში შიდა აუდიტორად, ხოლო 2010 წელს რისკის მართვის გაყოფილების უფროსი გახდა.
2011 წელს ის გადავიდა პაშა ჰოლდინგში ჯგუფის შიდა აუდიტორის პოზიციაზე და დაინიშნა პაშა ბანკის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ.
2013 წელს ის დაინიშნა ჯგუფის რისკების მართვის უფროსად პაშა ჰოლდინგში და ამავე წლის 11 ივნისს გახდა პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2016 წლის 8 თებერვალს კამალა ნურიევა დაინიშნა პაშა ბანკი საქართველოს რისკის მართვის კომიტეტის წევრად.