ჩვენი კორპორატიული კულტურა

პაშა ბანკის კულტურა ჩამოყალიბდა ჩვენი ხედვისა და მისიის საფუძველზე - ვიყოთ კორპორატიული რეგიონული ბანკი, რომელიც იზიარებს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი გუნდი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას და ვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია სოლიდური საქმიანი რეპუტაცია,  ეთიკის მაღალი სტანდარტები და ხარისხიანი მომსახურება. აღნიშნული კომპონენტების მიღწევა კი მოითხოვს კომპანიისა და მისი თანამშრომლების ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ გამოვიმუშავეთ ურთიერთპატივისცემის, გამჭვირვალე ურთიერთობების კულტურა და ვცდილობთ, თითოეული თანამშრომლისთვის უზრუნველვყოთ  ჯანსაღი სამუშაო გარემო, არჩევანის თავისუფლება და პროფესიული ზრდის საშუალება. 
პაშა ბანკის კორპორატიული კულტურა, ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემასთან, გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლებს და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას.

ჩვენი კულტურა - ჩვენი ძალაა, თანამშრომლები - აქტივი.

ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.

სწავლა და განვითარება

პაშა ბანკი მუდამ ცდილობს, დაიქირავოს პროფესიონალი და გამოცდილი კადრები, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი თანამშრომლები კომპანიის წარმატების მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ კარიერულ ზრდასა და განვითარებას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს სისტემატიურად უტარდებათ ტრენინგები, ისინი ესწრებიან უცხო ენის კურსებს, გადიან სერტიფიცირებულ სასწავლო პროგრამებს და სემინარებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ ჩვენს თანამშრომლებში, რათა დავეხმაროთ მათ როგორც ცოდნის გაღრმავებაში, ასევე პროფესიული პოტენციალის ზრდასა და რეალიზებაში.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ განვითარების სხვა შესაძლებლობების გარდა, თანამშრომლებს ვთავაზობთ „ტალანტების განვითარების პროგრამას“ (Talent Pool Program), რომელიც მაღალი პოტენციალის მქონე პროფესიონალებს უნივერსალურ ბანკირებად და მენეჯერებად გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

პრივილეგიები

პაშა ბანკი თავის თანამშრომლებს ანაზღაურების სრულ პაკეტს სთავაზობს. ჩვენი გუნდის წევრები უზრუნველყოფილი არიან კონკურენტუნარიანი ხელფასებით, პრემირების სისტემებითა და სხვა დამატებითი პრივილეგიებით. 

ქვემოთ ჩამოთვლილია ჩვენ მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული შეღავათებისა და პროგრამების რამდენიმე მაგალითი:

 

  • თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პროფესიული კვალიფიკაციის მხარდაჭერა
  • ტრენინგები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ
  • წლიური ლიმიტი პროფესიული ლიტერატურის შესაძენად
  • სესხები თანამშრომლებისთვის, სპეციალური შეღავათიანი პირობებით
  • წლიური ლიმიტი სპორტული აქტივობებისთვის

კორპორატიული ვიდეო