პაშა ბანკი

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.


პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 


პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით, რითაც განპირობებულია ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ბიზნეს მიდგომა გადმოცემულია პაშა ბანკის ბრენდ სლოგანშიც „ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.“

კორპორატიული ვიდეო

საბანკო მონაცემები

სრული დასახელება: სს პაშა ბანკი საქართველო 
საფოსტო მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 15, 0108, თბილისი, საქართველო

საბანკო რეკვიზიტები:

TIN: 404433671
SWIFT: PAHAGE22

საკორესპონდენტო საბანკო ანგარიშების გასაგებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 322) 265 000