ანგარიშსწორების სერვისი

პაშა ბანკი როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ იურიდიულ პირებს სთავაზობს განაღდების და ანგარიშსწორების მომსახურებას ლარით და უცხოური ვალუტით. განაღდების და ანგარიშსწორების მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ნაღდ და უნაღდო ოპერაციებს.

მიმდინარე ანგარიში

პაშა ბანკი გთავაზობთ მულტი-სავალუტო ანგარიშებს და მომსახურების სრულ სპექტრს ამ ანგარიშებისთვის.

ფულადი ნაკადების შემოდინება მიმდინარე ანგარიშებზე

მიმდინარე ანგარიშებზე დეპოზიტების შეტანა შეიძლება მოხდეს ნაღდი და უნაღდო ფორმით ანგარიშის მფლობელის ან ბიზნეს პარტნიორების მიერ განხორციელებული უნაღდო გადარიცხვით.

გადახდები ადგილობრივ და უცხოური ვალუტებში

პაშა ბანკს შეუძლია ადგილობრივი და უცხოური ვალუტით გადახდების განხორციელება საქართველოში ან უცხოურ საბანკო ანგარიშებზე. ბანკის წევრობა SWIFT და RTGS სისტემებში და შესაბამისი ურთიერთობები სოლიდური რეპუტაციის მქონე რიგ უცხოურ ბანკებთან უზრუნველყოფს საშინაო და საგარეო საბანკო გადარიცხვების სისწრაფეს და საიმედოობას.

წინასწარ ავტორიზებული გადახდები

პაშა ბანკი უზრუნველყოფს განმეორებადი ოპერაციების (მაგ.: საიჯარო გადახდები) დროულ გადახდას მომხმარებლის მიერ მიცემული გრძელვადიანი დავალებების საფუძველზე, რაც აუქმებს თითოეული გადახდისთვის ცალკე დავალების საჭიროებას.

სავალუტო ბირჟა (კონვერტაციის მომსახურება)

მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს ვალუტის გაცვლის ნაღდი ან უნაღდო ოპერაციები.

ჩეკის წიგნაკით მომსახურება

მოთხოვნის საფუძველზე ბანკს შეუძლია გასცეს ჩეკის წიგნაკი. აღნიშნული მომსახურება თქვენ გაძლევთ საშუალებას, თქვენი ანგარიშიდან ჩეკის გამოყენებით მარტივად განახორციელოთ გადახდა მეორე მხარისადმი, თუ ის ასევე სარგებლობს ჩეკის წიგნაკით.

ამონაწერი ანგარიშიდან

მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ბანკს შეუძლია, გასცეს ამონაწერი ანგარიშიდან, სადაც ასახულია სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ.

გადმოწერეთ ჩვენი მომსახურების პირობები