•   სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება  

     

საბანკო აკრედიტივები

აკრედიტივი (Letter of Credit) საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც რისკების ეფექტური მართვის და როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

საბანკო გარანტიები

საბანკო გარანტია არის ბანკის მიერ პრინციპალის (ბანკის კლიენტი, ვისი დავალებითაც გაიცემა გარანტია) დავალებით, ბენეფიციარისთვის გაცემული წერილობითი ვალდებულება/დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, გარანტიით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას, წერილობითი მოთხოვნის ან/და გარანტიაში მითითებული სხვა საბუთების წარდგენის სანაცვლოდ.

სტენდბაი აკრედიტივი

სტენდბაი აკრედიტივები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში, როდესაც პროდუქციის შეძენა ხდება სხვა ქვეყნიდან.

დოკუმენტური ინკასო

დოკუმენტური ინკასო არის მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში.