ფარიდ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ჯალალ გასიმოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

შაჰინ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

გიორგი ღლონტი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ებრუ ოღან კნოტნერუსი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი


ფარიდ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ფარიდ მამმადოვმა საბაკალავრო განათლება პოლიტიკურ მეცნიერებაში სოციალური მენეჯმენტის და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაქოს ინსტიტუტში მიიღო, ხოლო პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო ადმინისტრირების აკადემიაში.

მან თავისი საბანკო კარიერა 1999 წელს დაიწყო როგორც Credit Bank CB-ის საკრედიტო ოფიცერმა, 2001-2010 წლებში ის ღსს Bank of Baku-ს დაკრედიტების დეპარტამენტის დირექტორად და შემდგომში გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 წელს მან პაშა ჰოლდინგის რისკების დირექტორის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და ამავდროულად იყო ღსს პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი 2013 წლის ივნისამდე.  აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლის თებერვლამდე, ის ღსს კაპიტალ ბანკის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2017 წლის თებერვლიდან ის შპს "პაშა ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილე და ბიზნეს ჯგუფის დირექტორია. 

მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება აქვს.  

ფარიდ მამმადოვი პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2017 წლის 1 ივნისიდან.

ჯალალ გასიმოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ჯალალ გასიმოვმა აზერბაიჯანის ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, აკადემიური ხარისხი ეკონომიკურ ურთიერთობებში მიიღო აზერბაიჯანის უმაღლეს დიპლომატიურ კოლეჯში. მაგისტრის ხარისხს კი ბიზნეს ადმინისტრირებაში ვარვიკის ბიზნეს სკოლაში (ბრიტანეთი) დაეუფლა.  

ჯალალ გასიმოვმა საბანკო კარიერა OSJC İlkbank-ში (აზერბაიჯანი) მუშაობით დაიწყო  1999 წელს. 2002-2003 წლებში მას ეკავა კერძო კომპანიების ფინანსურ განყოფილებებში სხვადასხვა პოზიციები. 2003-2004 წლებში ის მუშაობდა ფინანსურ დირექტორად კომპანია Azpetrol Oil-ში, 2004-2006 წლებში Azpetrol Holding-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.  ის შეუერთდა McKinsey & Company-ის მოსკოვის ოფისს და მუშაობდა კონსულტანტის პოზიციაზე 2006-2007 წლებში.  მას ეკავა უმაღლესი მმართველობითი თანამდებობები, იყო Bank of Baku-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი კომპანია CRA Group-ში, აღმასრულებლი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე Unibank-ში 2007-2015 წლებში.

ჯალალ გასიმოვი პაშა ჰოლდინგს შეუერთდა, როგორც საბანკო ჯგუფის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2015 წელს, ამავდროულად მას ეკავა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა Kapital BANK OSJC-ში.
ჯალალ გასიმოვი პაშა ბანკ თურქეთის დირექტორთა საბჭოს წევრია. ის საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა 2015 წლის 26 ოქტომბერს.

 

შაჰინ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

შაჰინ მამმადოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში 2002 წელს. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში და ფილოსოფიის დოქტორის წოდება ეკონომიკაში 2010 წელს.   

ბატონი მამმადოვის კარიერა დაიწყო 2003 წელს ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობით, მოგვიანებით ის დააწინაურეს Yapi Kredi Bank აზერბაიჯანის (ყოფილი Kochbank Azerbaijan JSB) მთავარი ბუღალტრის მოადგილედ. ის შეუერთდა დელოიტსა და ტუშს 2005 წელს, როგორც ასოცირებული აუდიტორი და შემდგომში დაწინაურებულ იქნა აუდიტის მენეჯერის თანამდებობაზე.

2009 წელს ბ-ნი მამმადოვი გადაყვანილ იქნა ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პაშა ბანკის სათაო ოფისში და 2011 წელს გახდა ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2013 წელს ის შეუერთდა პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს და ზედამხედველობდა ბიზნესის განვითარების განყოფილებას. 2014 წლის ივლისში ის დაინიშნა პაშა ბანკის საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად. 2015 წლის მარტიდან შაჰინ მამმადოვი პაშა ბანკი თურქეთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 

2018 წლის იანვარში ბატონი მამმადოვი დაინიშნა პაშა ჰოლდინგის ბიზნეს სერვისების მხარდაჭერის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. 2018 წლის 1 მარტიდან შაჰინ მამმადოვი გახდა პაშა ბანკი აზერბაიჯანის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხოლო 2018 წლის 30 მაისიდან პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ბატონმა მამმადოვმა წარმატებით დაასრულა რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა რიგ უმაღლეს ბიზნეს სასწავლებლებში, პაშა ჰოლდინგის მიერ 2013 წელს ორგანიზებულ მაღალი პოტენციალის მქონე ლიდერთა პროგრამის ფარგლებში. 

2012 წელს შაჰინ მამმადოვი ჩაერთო ჰარვარდის ბიზნესს სკოლის ლიდერობის განვითარების პროგრამაში (აღმასრულებელი განათლების პროგრამა) და 2013 წელს დაასრულა ამ პროგრამის 1-4 მოდული. 2017 წელს მან დაასრულა ამავე პროგრამის მე-5-ე მოდული. 2017 წლის ივლისში ბატონ მამმადოვს მიენიჭა ჰარვარდის ბიზნესს სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი.

2014 წლიდან შაჰინ მამმადოვი არის დიპლომირებული ბუღალტერთა ასოციაციის წევრი  (ACCA).

გიორგი ღლონტი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი


გიორგი ღლონტმა საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება, როგორც ფინანსისტმა და ეკონომისტმა საბანკო საქმის სპეციალიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 
საბანკო კარიერა მან 1992 წელს იბერია ბანკში საერთაშორისო ტრანზაქციების და დოკუმენტური ოპერაციების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო. 1994 წლიდან 1995 წლამდე კი ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1995-1996 წლებში გიორგი ღლონტი თიბისი ჯგუფის და ალმა თიბისის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. ამავდროულად, იყო თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს და საკრედიტო კომიტეტის წევრი. 1996 წლიდან 1999 წლამდე თბილუნივერსალ ბანკში იკავებდა საერთაშორისო განყოფილების უფროსის პოზიციას. 1999-2003 წლებში გიორგი ღლონტი იყო PwC-თან ასოცირებული კომპანიის UBC International LTD (Audit & Consulting) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აქციონერი და მმართველი პარტნიორი. 2003 წლიდან 2005 წლამდე, საქართველოს სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წელს პროფესიული კარიერა ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძო. ამავდროულად, 2008 წლამდე იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო ბანკში (ამჟამად “ლიბერთი“), მთავარ აღმასრულებელ დირექტორად. 2009 წლიდან 2013 წლამდე კი კორ სტანდარტ ბანკის (ამჟამად „ტერა ბანკი“) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში, გიორგი ღლონტი Phoenix Capital-ის მმართველი პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს საკაბელო ტელევიზია Super TV-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. 2014 წლიდან დღემდე, GFTC-ის (SWIFT Service Bureau) არა-აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ხოლო 2018 წელს, გახდა და დღემდე არის RSM Georgia Management & Consulting-ის მმართველი პარტნიორი.
გიორგი ღლონტი პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი 2018 წლის 31 დეკემბრიდან, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა.

ებრუ ოღან კნოტნერუსი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი


ებრუ ოღან კნოტნერუსს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა. მას არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი, მათ შორის: ავთენტური მართვის განვითარების პროგრამა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, სტრატეგიული განვითარების პროგრამა ლონდონის ბიზნეს სკოლაში და ლიდერობის პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში.
საბანკო კარიერა ებრუ ოღან კნოტნერუსმა 1991 წელს, PAMUKBANK-ში შიდა აუდიტის დეპარტამენტში დაიწყო. 1993-1997 წლებში FINANSBANK-ში, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან 1999 წლამდე, DEMIRBANK-ში, უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
1999 წელს, ებრუ ოღან კნოტნერუსი OTTOMAN Bank-ს შეუერთდა, როგორც რისკების მენეჯმენტის და შიდა კონტროლის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, სადაც იმუშავა 2001 წლამდე.
2001-2003 წლებში, მან პროფესიული კარიერა BBVA Group - GARANTI Bank-ში განაგრძო, შვილობილი კომპანიების რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2016 წლიდან 2018 წლამდე კი, კომპანიის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის მმართველის პოზიციას იკავებდა.
2018 წელს ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკს თურქეთში, როგორც საბჭოს დამოუკიდებელი წევრი შეუერთდა. ასევე, რისკების მენეჯმენტის საბჭოს წევრია და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარე. 
2018 წლის 31 დეკემბრიდან, ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი გახდა, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აუდიტის კომიტეტის წევრია.