CSR აქტივობა - 2023 წ

პაშა ბანკმა არაერთი CSR აქტივობა ჩაატარა 2023 წელს.

ბანკის დახმარებით, თსუ-ს ბაზაზე მომავალიპედაგოგებისთვის სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მოდული შეიქმნა, რომელიც სამომავლოდაც დარჩება კურსის პროგრამაში. პროექტი 2-წლიანია და მოიცავს 6 უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის 120 სტუდენტებს თბილისის, ილიას, კავკასიის, თელავის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტებიდან.

ამასთან ერთად, 2023 წელს პაშა ბანკი თორაძის საერთაშორისო ფესტივალის სპონსორიც იყო.

„თორაძის ფონდში“ ღონისძიების კონცეფციის იდეა ლექსო თორაძის დას, ნინო თორაძიეს ეკუთვნის. ლექსო თორაძე ერთ-ერთი თანამედროვე ვირტუოზად აღიარებული ქართველი პიანისტი იყო, რომლემაც პოპულარობა მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ,არაერთი ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულებით.

ფესტივალს ხალხური და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს აერთიანებდა და შეიქმნა ქართული მუსიკალური ნიჭის წასახალისებლად. პაშა ბანკის დაფინანსებით, ახალგაზრდა მუსიკოსებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის საჭირო ინვენტარი, რომლითაც ისინი წარდგებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.