ციფრული მარკეტინგის უფროსი სპეციალისტი

პაშა ბანკი საქართველოში დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს ციფრული მარკეტინგის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • სოციალური მედიის გვერდებზე აქტივობების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • ბანკის ახალი ციფრული არხების მარკეტინგული მხარდაჭერა (ახალი ინტერნეტ ბანკი, მობილური აპლიკაციები, ვებ-გვერდი და ა.შ.)
  • ვებ-გვერდის კონტენტის მართვა - სიახლეების და პროდუქტების განახლება, კონტენტის ატვირთვაში სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა;
  • ინტრანეტის პორტალის მართვა.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგსა ან მომიჯნავე დარგში; 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება  ციფრულ მარკეტინგში, საცალო პროდუქტების მიმართულებით;
  • SEO-ს კარგი ცოდნა;
  • Google ედვერთაიზინგის და ვებ-მენეჯმენტის კარგი ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • კარგად განვითარებული ორგანიზაციული უარები.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2018 წლის 1 ნოემბრისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეავსეთ განაცხადი